Registration

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს გვერდი გაცნობებთ ჩვენს პოლიტიკას ჩვენი სერვისის გამოყენებისას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასა და გამჟღავნებასთან დაკავშირებით, ასევე არჩევანის ვარიანტებს, რომლებიც თქვენ დააკავშირეთ ამ მონაცემებთან. ANSO.GE-სთან დაკავშირებული ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა იმართება კონფიდენციალურობის პოლიტიკის უფასო ვებსაიტის საშუალებით.

ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს სერვისის მიწოდებისა და გაუმჯობესებისთვის. სერვისის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებას და გამოყენებას ამ პოლიტიკის შესაბამისად. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ჩვენს პირობებს, რომელთა ნახვა შესაძლებელია HTTPS://ANSO.GE/-ზე

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
ვაგროვებთ სხვადასხვა სახის ინფორმაციას სხვადასხვა მიზნით, რათა მოგაწოდოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი.

შეგროვებული მონაცემების სახეობები

პერსონალური მონაცემები

ჩვენი სერვისის გამოყენებისას შეიძლება, მოგთხოვოთ პირადობის დამადასტურებელი გარკვეული ინფორმაციის მოწოდება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთან დასაკავშირებლად ან თქვენი იდენტიფიკაციისთვის („პერსონალური მონაცემები“). პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს შემდეგს და არა მხოლოდ:

ელ. ფოსტა
სახელი და გვარი
ტელეფონის ნომერი
მისამართი, სახელმწიფო, პროვინცია, საფოსტო ინდექსი, ქალაქი
ქუქი-ფაილები და გამოყენების მონაცემები
მონაცემები გამოყენების შესახებ

ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება სერვისზე წვდომა და მისი გამოყენება („მონაცემები გამოყენების შესახებ“). გამოყენების შესახებ ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი (მაგ. IP მისამართი), ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი სერვისის გვერდები, რომლებსაც ეწვიეთ, მათზე შესვლის დრო და თარიღი, ამ გვერდებზე გატარებული დრო, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.

მონაცემები მომხმარებლის მოქმედებების თვალყურის დევნის და ქუქი-ფაილების შესახებ

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და მომხმარებლის მოქმედებების თვალყურის დევნის მსგავს ტექნოლოგიებს, რათა თვალყური ვადევნოთ აქტივობას ჩვენს სერვისზე და შევინახოთ გარკვეული ინფორმაცია.

ქუქი-ფაილები არის მცირე მონაცემების მქონე ფაილები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ანონიმურ უნიკალურ იდენტიფიკატორს. ქუქი-ფაილები იგზავნება თქვენს ბრაუზერში ვებ-გვერდიდან და ინახება თქვენს მოწყობილობაზე. მომხმარებლის მოქმედებების თვალყურის დევნის ტექნოლოგიები, რომლებიც ასევე გამოიყენება, არის შუქურები, თეგები და სკრიპტები ინფორმაციის შეგროვებასა და თვალყურის დევნისთვის, ასევე ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად და გასაანალიზებლად.

თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენს ბრაუზერს, უარი ითქვას ყველა ქუქი-ფაილზე ან მიეთითოს ქუქი-ფაილის გაგზავნის დრო. თუმცა, თუ თქვენ უარს ამბობთ ქუქი-ფაილების მიღებაზე, შეიძლება, ვერ შეძლოთ ჩვენი სერვისის ზოგიერთი ნაწილის გამოყენება.

ქუქი-ფაილების მაგალითები, რომლებსაც ვიყენებთ:

სეანსის ქუქი-ფაილები. ვიყენებთ სეანსის ქუქი-ფაილებს ჩვენი სერვისის მუშაობისთვის.
რჩეული ქუქი-ფაილები. ვიყენებთ უპირატესობის მინიჭების ქუქი-ფაილებს თქვენი უპირატესობების და სხვადასხვა პარამეტრების დასამახსოვრებლად
უსაფრთხოების ქუქი-ფაილები. ვიყენებთ უსაფრთხოებისქუქი-ფაილებს უსაფრთხოების მიზნებისთვის.
მონაცემების გამოყენება

ANSO.GE იყენებს შეგროვებულ მონაცემებს სხვადასხვა მიზნით:

სერვისის გაწევასა და წარმოებისთვის
რათა გაცნობოთ ჩვენს სერვისში განხორციელებული ცვლილებების შესახებ
რათა საშუალება მოგეცეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი სერვისის ინტერაქტიულ ფუნქციებში, როდესაც ამის გაკეთებას გადაწყვეტთ
მომხმარებლის მომსახურეობისა და დახმარების გაწევისთვის
ანალიზის ან ღირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის, რათა შევძლოთ სერვისის გაუმჯობესება
სერვისის გამოყენების მონიტორინგისთვის
ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, პრევენციისა და გადაჭრისთვის
მონაცემთა გადაცემა

თქვენი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, შეიძლება გადაეცეს და შეინახოს კომპიუტერებზე, რომლებიც მდებარეობს თქვენი შტატის, პროვინციის, ქვეყნის ან სხვა სამთავრობო იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, სადაც მონაცემთა დაცვის კანონები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი იურისდიქციისაგან.

თუ თქვენ იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ და ირჩევთ ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემებს, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ გადავცემთ საქართველოში და ვამუშავებთ იქ.

თქვენი თანხმობა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, რასაც მოჰყვება თქვენს მიერ ინფორმაციის წარდგენა, წარმოადგენს თქვენს თანხმობას ასეთ გადაცემაზე.

ANSO.GE მიიღებს ყველა საჭირო ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იყოს დამუშავებული ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად და არ მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა ორგანიზაციასა თუ ქვეყანაში, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი სათანადო კონტროლი, მათ შორის, თქვენი მონაცემებისა და სხვა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება.

მონაცემების გამჟღავნება

სამართლებრივი მოთხოვნები

ANSO.GE-მ შეიძლება, გაამჟღავნოს თქვენი პერსონალური მონაცემები კეთილსინდისიერი რწმენით, რომ ასეთი ქმედება აუცილებელია:

სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად
ANSO.GE-ის უფლებებისა და ქონების დასაცავად
შესაძლო არასწორი ქმედების თავიდან ასაცილებლად ან გამოსაძიებლად
სერვისის ან საზოგადოების მომხმარებელთა პირადი უსაფრთხოების დასაცავად
სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დასაცავად

მონაცემთა უსაფრთხოება

თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით გადაცემის არცერთი მეთოდი ან ელექტრონული შენახვის მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ კომერციულად მისაღები საშუალებები თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად, არ შეგვიძლია მათი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიის მოცემა.

სერვისის მიმწოდებლები/პროვაიდერები

შეიძლება, დავასაქმოთ მესამე მხარის კომპანიები და კერძო პირები ჩვენი სერვისის გაწევის დასახმარებლად („სერვისის მიმწოდებლები/პროვაიდერები“) ჩვენი სახელით სერვისის გაწევისთვის, სერვისთან დაკავშირებული მომსახურების გაწევასა ან ჩვენი დახმარებისთვის გავაანალიზოთ, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი სერვისი.

ამ მესამე მხარეებს აქვთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე მხოლოდ ჩვენი სახელით ამ ამოცანების შესასრულებლად და ვალდებულნი არიან, არ გაამჟღავნონ ან გამოიყენონ ისინი სხვა მიზნით.

ანალიტიკა

შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარის პროვაიდერები ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და გასაანალიზებლად.

GOOGLE ანალიტიკა
GOOGLE ანალიტიკა არის GOOGLE-ის მიერ შემოთავაზებული ვებ-ანალიტიკის სერვისი, რომელიც თვალყურს ადევნებს და გვაცნობებს ვებ-გვერდზე შესვლის ისტორიას. GOOGLE იყენებს შეგროვებულ მონაცემებს ჩვენი სერვისის გამოყენების თვალყურის დევნისა და მონიტორინგისთვის. ხდება ამ მონაცემების გაზიარება GOOGLE-ის სხვა სერვისებთან. GOOGLE-ს შეუძლია, გამოიყენოს შეგროვებული მონაცემები საკუთარი სარეკლამო ქსელის რეკლამის კონტექსტუალიზაციასა და პერსონალიზაციისათვის.

შეგიძლიათ, უარი თქვათ სერვისზე თქვენი აქტივობის ხელმისაწვდომობაზე GOOGLE ანალიტიკის მიერ ბრაუზერში GOOGLE ანალიტიკის გათიშვის პროგრამის (ADD-ON) დაყენებით. პროგრამა (ADD-ON) ხელს უშლის GOOGLE ANALYTICS JAVASCRIPT-ს (GA.JS, ANALYTICS.JS და DC.JS) ვიზიტების აქტივობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას GOOGLE ANALYTICS–თან.

GOOGLE-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ GOOGLE-ის კონფიდენციალურობისა და გამოყენების პირობების ვებ გვერდს: HTTPS://POLICIES.GOOGLE.COM/PRIVACY?HL=EN

სხვა საიტების ბმულები

ჩვენი სერვისი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა საიტებზე, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ. თუ დააწკაპუნებთ მესამე მხარის ბმულზე, თქვენ გადამისამართებულნი იქნებით ამ მესამე მხარის საიტზე. დაჟინებით გირჩევთ, გაეცნოთ ყველა იმ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც ეწვევით.

ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარის საიტების ან სერვისების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა ან მოქმედებებზე.

ბავშვთა კონფიდენციალურობა

ჩვენი სერვისი არ არის გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის („ბავშვები“).

ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პირადობის დამადასტურებელ ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებისგან. თუ ხართ მშობელი ან მეურვე და თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენმა შვილებმა მოგვაწოდეს პერსონალური მონაცემები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ჩვენს მიერ შეგროვებულია პერსონალური მონაცემები ბავშვებისგან მშობლების თანხმობის დადასტურების გარეშე, მივიღებთ საჭირო ზომებს ჩვენი სერვერებიდან ამ ინფორმაციის ამოსაღებად.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ შეგატყობინებთ რაიმე სახის ცვლილების შესახებ ამ გვერდზე კონფიდენციალურობის ახალი პოლიტიკის გამოქვეყნებით.

შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტით და/ან ჩვენს სერვისზე თვალსაჩინო შეტყობინებით ცვლილების ძალაში შესვლამდე და განვაახლებთ „ძალაში შესვლის თარიღს“ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ზედა ნაწილში.

რეკომენდირებულია, პერიოდულად გადახედოთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას რაიმე სახის ცვლილების არსებობაზე. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები ძალაში შედის, როდესაც ისინი თავსდება ამ გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ეწვიეთ ამ გვერდს ჩვენ ვებგვერდზე: კონტაქტი
დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 555 560 700
Home Terms of use Terms of delivery Purchase and return Privacy
Tbilisi, Vake, Rafiel Eristavi str. #6
+995 555 560 700
support@anso.ge

Cart

1
555 560 700